четверг, 25 октября 2012 г.

გაკვეთილის გეგმა2


გკვეთილის თემა
მძლეოსნობა )რბენა მოკლე მანძილზე

)გამორბენით სიგრძეზე ხტომა
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო მე–8 კლასი
ინტეგრირებული საგნები
სპორტი - მარატი ბანძელაძე

ფიზიკა-
მოსწავლეთა რაოდენობა
-------
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
სპორტი. დაკვირვებით სწავლა; მოძრაობითი იმიტაცია; შეცდომების აღმოფხვრა; წარმოსახვითი გააზრება.

ფიზიკა. აჩქარება; ტრაექტორია; სივრცითი მოძრაობა; კინეტიკური და პოტენციური ენერგია
ესგით განსაზღვრული მისაღწევი

შედეგები
სპორტი. მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა;მოსწავლეს შეუძლია ფიზიკური აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარჩვევა; მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებენ მის ჯანმრთელობას

ფიზიკის კავშირი სპორტთან . მოსწავლეს შესწევს სივრცითი აღქმის უნარი; ერკვევა მიზიდულობის მცნებებში, ტრაექტორიის არსში, შეუძლია სხეულის თანაბარი აჩქარებული მოძრაობა ძალაზე დამოკიდებული სიჩქარის და ინერციის წარმოდგენა , შეუძლია პოტენციური და კინეტიკური ენერგიის განსაზღვრა.
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო
სპორტში ისტის გამოყენება: მაწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, ფიზიკურად შესასრულებელ მოძრაობებს უკეთ გასააზრებლად, მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ნახულობენ რბენისა და ხტომის, გარკვეული თანმიმდევრობით შედგენილ დიაგრამებს. ირჩევენ ქვესაცხეობის სტილს მაგალითად: რბენა დაბალი საწყისიდან, წყვილთა შორის ან ინდივიდუალურად. სიგრძეზე ხტომა "ღუნი, ზნექი" ან "მაკრატელა", სტილით. წინაწარ ჩაწერილი მასალის გამოყენებით.(ხანგრძლივობა 7 წუთი)

სპორტში ფიზიკის გამოყენება ისტის საშუალებით. მასწავლებელი შესასრულებელი მოძრაობების მიხედვით მოსწავლეებს კომპიუტერზე აჩვენებს გარემოს ძალათა გავლენას ორგანიზმზე. მასალა წინასწარაა ჩაწერილი.(ხანგრძლივობა 7 წუთი)

პრაქტიკული შესრულება: ზოგადგანმავითარებელი მოთელვითი ვარჯიშები(5 წუთი)

რბენა წყვილთა შორის 30 მეტრი დროში; საწყისზე წესით დგომა; რბენისას კიდურების სწორად გამოყენება სუნთქვა და ფინიშირება. (10 წუთი)

გამორბენით სიგრძეზე ხტომა "ღუნი, ზნექი და მაკრატელა" სტილით; ხტომის(გამორბენი, არეკნი, ფრენი, დახტომა) ფაზების ინდივიდუალური დახვეწა.(10 წუთი)

ორგანიზმის დატვირთვის შედეგად, შემდეგში შესაძლო მოსალოდნელი გამოვლინება, წვა, ტკივილი, დაჭიმულობა.მეთოდური რეკომენდაციები ინსტრუქტაჟი (3 წუთი)

მოსწავლეთა შორის ჯიბრითი ხასიათი ურთიერთგაზიარებითი მსჯელობა (ანალიზი) შესრულებული დავალების თემის ირგვლივ; ვინ უკეთ აკეთებს და როგორ გამოსდის როგორ ახერხებს, სურვილი უკეთ შესრულების გამოვლინებით და მცდელობით.(3 წუთი)


შეფასება
" ჩათვლა" მოსწავლე ასრულებს ან ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის მიერ მიწოდებული მეთოდური რეკომენდაციები და მითითებითი განმარტებები; სისტემატიურად იცვამს სპორტულ ფორმას; არჩევს მოძრაობის შესასრულებლად მოხერხებულ მოქმედებას და სტილს; იძლევა შეკითხვებს და პასუხობს დასმულ კითხვებს; შეუძლია მოვლენებისა და სიტუაციების ურთიერთკავშირის აღქმა.
კლასის მენეჯმენტი საგანმანათლებლო

რესურსები
კომპიუტერი, მასალები ინტერნეტგვერდიდან, www. fizkult-ura.com, რბენისა და ხტომის მეთოდური რეკომენდაციები და ტექნიკა. ვირტუალური ლაბორატორია ფიზიკაში. ელექტრონული მასალები ინტერნეტ გვარდიდან www.buki.ge სარბენი ბილიკი; წამზომი; სახტომი ორმო; სიგრძის საზომი ხელსაწყო; სანიშნეები; ქვიშის გასასწორებელი

Комментариев нет:

Отправить комментарий