четверг, 25 октября 2012 г.

პროექტი



პროექტის სახელწოდება:      ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

პროექტის მთავარი იდეა: ჯანმრთელი, მრგობრული და ჯანსაღი სულის მომავალი თაობის აღზრდა.

პროექტის მიზანი:
·        მოძრაობისა და მოტორული უნარ–ჩვევების განვითარება
·        ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებებლი ფიზიკური აქტივობების დანერგვა და განვითარება.
·        მოსწავლემ ამხანაგებთან  და პედაგოგთან ერთად შეძლოს სარბენი ბილიკის შერჩევა, შეჯიბრისათვის სჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. განუვითარდეს მას ჯგუფური მუშაობისა, თანამშრომლობის და მოძრაობის მოტორუკი უნარჩვევები.

განსახორციელებელი აქტივობები:
  • 2 გუნდის შექმნა
  • სარბენი ტრასის შერჩევა
  • სარბენი ტრასის აზომვა
  • შეჯიბრის დღის დადგენა და წამახალიშებელი პრიზების შერჩევა
  • შეჯიბრის მოწყობა

პროექტის მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ სარბენი ბილიკის შერჩევა-აზომვას და შეჯიბრის ჩატარებას. მათ განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და მოძრაობის მოტორიკული უნარჩვევები.

პროექტის მსვლელობა: პროექტის განხორციელებისთვის მუშაობა 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ ყველა დავალებას და შეჯიბრის დღეც მხიარული გამოვიდა. მასწავლებელთან ერთად შეიქმნა 2 ჯგუფი, მათთვის კარგად ნაცნობი ადგილებიდან შეარჩიეს და გაზომეს სარბენი ტრასა,შეჯიბრის დროს თვალსაჩინოდ გაიკრა მოსწავლეთა გვარ-სახელობითი სიები, სადაც იწერებოდა მათი შედეგები, რაც ბოლოს შეჯამდა და გამარჯვებულებს გადაეცათ  წამახალისებელი საჩუქრები  და პროექტიც დასრულდა.
საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან /  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირში: პროექტი  ასევე  ხელს  შეუწყობს  სკოლაში  საგანთა  შორის  კავშირს, განსაკუთრებით  კი ბიოლოგიის  და მატემატიკის სწავლების  თვალსაზრისით. ყოველივე  ამის  შემდეგ  მოსალოდნელია  მოსწავლეთა  როგორც  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გაუმჯობესება ,  ასევე  აკადემიური  წარმატების  ამაღლება.

პროექტისათვის საჭირო რესურსები: სიგრძის საზომი, წამმზომი, ფოტოაპარატი, ცხრილები, მარკერები.
პროექტი განახორციელა: ხელმძღვანელი მარადი ბანძელაძე და V,VI,VII კლასის მოსწავლეებმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий